ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე ინფორმაცია მიაწოდა, დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი აღიარებული იქნება და საქართველო წლის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს
