პრემიერის შეხვედრები გაეროში
პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. 78-ე სესიის ფარგლებში პრემიერი მონაწილეობას მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებს, ასევე დაესწრება კლიმატური ამბიციების სამიტს. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს. ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მისი თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტიანი სტრატეგიული თანამშრომლობისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია, რაც ორივე ქვეყანას მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას მოუტანს
