დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის გეგმა - პოლიტიკური შეფასებები
ოპოზიციას სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა. მიაჩნიათ, რომ ამ განცხადებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პრევენციის მიზნით აკეთებს. პარალელებს ავლებენ რუსეთის ფედერაციასთან და მიაჩნიათ, რომ ის, რაზეც ახლა სუსი საუბრობს, სცენარით კრემლის ხელწერას ჰგავს. რაც შეეხება მმართველ გუნდს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დეტალები, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაასაჯაროვეს, ეფუძნება მტკიცებულებებს და ეს არის საგამოძიებო მოქმედებების შედეგი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარტნიორი ქვეყნები უკვე ინფორმირებულები არიან და ელოდებიან გამოხმაურებას, რომ საქართველოში მოვლენები დრამატული სცენარით არ განვითარდეს
