დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის გეგმა
კარვების ქალაქი და ბარიკადები, ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან. ევრომაიდანი საქართველოში. სუსის ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი საქართველოში სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დროსაც ასახელებს, ოქტომბერ-დეკემბერს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის ინფრომაციით, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე და ახლა უკრაინის მაღალჩინოსანი ლორთქიფანიძე გეგმის შესასრულებლად უკრაინაში მებრძოლ ქართული წარმოშობის დიდ ჯგუფსა და ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ქართველი ახალგაზრდების ნაწილს გამოიყენებს, რომელთა წვრთნა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ მიმდინარეობს. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, განიხილება მსხვერპლიც, რამაც ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება უნდა გამოიწვიოს
