საიმპიჩმენტო მოკვლევა ბაიდენის წინააღმდეგ
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის თქმით, მისი კოლეგა რესპუბლიკელები სამოქალაქო ომში არიან ჩართულები. ჰაკიმ ჯეფრისმა ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მოკვლევა დაიწყეს, ვითარება ქაოსურია. დემოკრატი წარმომადგენლის თქმით, პალატაში ამ დრომდე ვერ თანხმდებიან ისეთი პრობლემების გადაჭრაზე, როგორიცაა საიმპიჩმენტო მოკვლევის შემდგომი ნაბიჯები და მთავრობის ბიუჯეტი. მოკვლევა ჯო ბაიდენის კორუფციულ სქემაში შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება