ახალი საბავშვო ბაღები ბათუმში
სამი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა ბათუმში. ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი ბაღი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერა. სამივე ბაღი ჯამში 810 აღსაზრდელისთვისაა გათვალისწინებული, დასაქმებულია 147 თანამშრომელი. წელს ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
