საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
თბილისის საბავშვო ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო. დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს გასართობი ღონისძიებებით დახვდნენ. გაიხსნა ახალი ბაღებიც, მათ შორისაა სამგორის რაიონში 130-ე საბავშვო ბაღი, რომელიც კახა კალაძემ გახსნა. უახლოეს დღეებში თბილისში კიდევ გაიხსნება 125-ე ბაღის ახალი შენობა და 108-ე საბავშვო ბაგა-ბაღი
