უნგრეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს შეცდომა. საუბარია კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე. გზავნილი შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახმოვანდა. ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდითაა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უნგრეთის პარტნიორობა და თანადგომა დასაფასებელია
