პრემიერი გაეროს 78-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. 78-ე სესიის ფარგლებში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილ სამიტში, ასევე დაესწრება კლიმატური ამბიციების სამიტს. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს. ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მისი თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტიანი სტრატეგიული თანამშრომლობისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია, რაც მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებასა მოუტანს ორივე ქვეყანას
