დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის გეგმა
ევრომაიდანი საქართველოში - გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დროსაც ასახელებს, ოქტომბერ-დეკემბერს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის საბოლოო შეფასებას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის ინფრომაციით, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე და ახლა უკრაინის მაღალჩინოსანი ლორთქიფანიძე გეგმის შესასრულებლად გამოიყენებს უკრაინაში მებრძოლ ქართული წარმოშობის დიდ ჯგუფსა და ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, რომელთა წვრთნა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ მიმდინარეობს. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, მოეწყობა კარვების ქალაქი, ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადები აღიმართება. საუბარია ასაფეთქებელ მოწყობილობაზე და მსხვერპლზეც, რამაც უნდა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს მიმართავს
