სტიქია კახეთში
ყვარელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სეტყვის შედეგად თითქმის ასი პროცენტით განადგურებულია ხილის ბაღები და ვენახები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია სახლის სახურავები და ავტომობილები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის ზონაში ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული და ყვარლის მერი ეცნობიან
