ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ანალენა ბერბოკთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. ილია დარჩიაშვილმა, ანალენა ბერბოკს ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე მიაწოდა ინფორმაცია, დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის პროგრესი აღიარებული იქნება და ქვეყანა წლის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს
