ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა შვეიცარიაში
შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბეილერის ფონდის, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, ასევე „ინფინიტ არტის“ თანამშრომლობითა და ორგანიზებით შედგა. გამოფენის გახსნას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. წარმოდგენილია ფიროსმანის 46 ნამუშევარი. ნიკო ფიროსმანის გამოფენას ბეილერის ფონდი 2024 წლის 28 იანვრამდე უმასპინძლებს.