სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი გურიაში
გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ბოლო მონაცემებით, სტიქიიის შედეგად დაზარალებულ 1 400-ზე მეტ ოჯახს უკვე გაეწია ჰუმანიტარული დახმარება. 500-ზე მეტი ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. რეგიონის მასშტაბით, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. სტიქიის ზონაში ამ დრომდე მუშაობენ გეოლოგები. მოძრაობა აღდგენილია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზაზე.
