დრონებით თავდასხმები რუსეთში
რუსეთში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული დრონებით თავდასხმა ორლოვის ოლქში საწვავის რეზერვუარზე განხორციელდა, რის შედეგადაც ნავთობბაზის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ იტყობინება მოსკოვის მერიც. მისი თქმით, დრონები საჰაერო თავდაცვის სისტემამ რემენისა და დომოდედოვოს რაიონებში გაანეიტრალა.