ვითარება ფრონტის ხაზზე
აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლა გრძელდება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უკრაინული ძალები ოკუპანტებს ბახმუტში, კლეშეევკისა და კურდიუმოვკის მიმართულებით უტევენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა იაგოდნისა და ბოგდანოვკის რაიონებში სცადეს უკრაინელების თავდაცვის გარღვევა, რაც ვერ შეძლეს. უშედეგოდ დასრულდა მათი შეტევა მარინკისა და ავდეევკის მიმართულებითაც. უკრაინელები კონტრშეტევას განაგრძობენ სამხრეთის ფრონტზეც, მელიტოპოლის მიმართულებით. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ძირითადი ძალების კონცენტრაციას ტოკმაკში ახდენს, სადაც უკრაინელები მათი თავდაცვის მეორე ხაზის გარღვევას ცდილობენ.
