ნიკოლ ფაშინიანის განცხადება
5 ოქტომბერს გრანადაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერა არ მოხდება, თუმცა ერევანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელმოწერა წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში მოხდეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთი ხელს მოაწერს ისეთ დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის დაბალანსებული ინტერსების შესაბამისი იქნება. 5 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში დაგეგმილია ხუთმხრივი შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და შარლ მიშელის მონაწილეობით.
