უბედური შემთხვევა კახეთში
კახეთში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა. „ქრონიკის” ინფორმაციით, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, დილით მოხდა. ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ, მინდორში, ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა და ტყვია შიშნიაშვილს თავის არეში მოხვდა. ის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულია ერთი მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
