თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღეს 244-შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.
