სააკაშვილის გაფლანგული მილიონები
უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში ბიუჯეტიდან, პირადი მიზნებისთვისთვის გაფლანგულ მილიონებთან დაკავშირებით? „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ შეკითხვას გაურბიან და ისრების გადატანას პრემიერ ღარიბაშვილის მისამართით ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცნობილია ვინ დაფარა ამერიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ფრენის ხარჯი, მაინც აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიებაა დასაწყები. მმართველი გუნდისთვის ეს ფაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ორმაგი სტანდარტის მორიგი ლუსტრაციაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პირადი მიზნებისთვის თანხბებს ბიუჯეტიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხარჯავდნენ და ეს მათი ჩვეული პრაქტიკა იყო.