ფოთში ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წელი აღნიშნეს
ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180-ე წელი განსაკუთრებულად აღინიშნა ფოთში. მთელი დღის განმავლობაში სხვადასვა კულტურული, სპორტული და შემცნებთი აქტივობები ჩატარდა, დღესასწაული კი გალაკონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კამერულმა ორკესტრმა, ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთქთელაძემ და თეატრალურმა კვარტეტმა მიიღეს. ღონისძიებაზე ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიანტები და ფოთის საპატიო მოქლაქეები გამოავლინეს.
