ყველის ფესტივალი მთაწმინდის პარკში
მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი მიმდინარეობს. ტრადიციული ღონისძიება წელიწადში ორჯერ იმართება და აერთიანებს ყველის მწარმოებლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სვანეთის რეგიონს და სვანური ყველის, ნარჩვის პოპულარიზაციას. დღევანდელი ფესტივალის ფარგლებში, მიმდინარეობს კულინარიული მასტერ კლასები. ფესტივალის მიზანია, ქართული ტრადიული ყველის ნაირსახეობების პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე, ტურისტებისათვის.
