ტრამპის განცხადება პუტინზე
დონალდ ტრამპის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, უკრაინაში ომი არ დაეწყო. „მე მას ვუთხარი, არ გააკეთო ეს, ვლადიმერ“,- განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე. ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში რუსეთი არ შეიჭრებოდა და პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთსა და უკრაინას შორის ომს დაასრულებს.
