როშ ჰაშანას დღესასწაული უმანში
საომარი მოქმედებების მიუხედავად, უკრაინაში 33 000-ზე მეტი ჰასიდი ებრაელი ჩავიდა. ქალაქ უმანში მათ როშ ჰაშანას დღესასწაული აღნიშნეს. უკრაინის ხელისუფლებამ ისრაელის მხარე წინასწარ ჩააყენა საქმის კურსში, რომ მომლოცველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა. მანამდე ჩერკასის ოლქში მდებარე ქალაქი უმანი ოკუპანტთა სამიზნე არაერთხელ გახდა. 28 აპრილს სარაკეტო დარტყმის შედეგად 23 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.
