რუსეთის ხარჯები ომში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე დახარჯა 167 მილიარდ 300 მილიონი დოლარი. ამის შესახებ „ფორბსის“ უკრაინული გამოცემა წერს. გამოცემის ცნობით, 51 მილიარდზე მეტი რუსეთმა საბრძოლო მოქმედებებზე დახარჯა, 35 მილიარდი სამხედროებს ხელფასის სახით გადაუხადა, 25 მილიარდზე მეტი ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებმა მიიღეს, 21 მილიარდი კი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას მოხმარდა. გარდა ამისა, უკრაინელებმა 34 მილიარდის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.