ვითარება ფრონტის ხაზზე
აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უკრაინული ძალები ოკუპანტებს ბახმუტში, კლეშეევკისა და კურდიუმოვკის მიმართულებით უტევენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა იაგოდნისა და ბოგდანოვკის რაიონებში სცადეს უკრაინელების თავდაცვის გარღვევა, რაც ვერ შეძლეს. უშედეგოდ დასრულდა მათი შეტევა მარინკისა და ავდეევკის მიმართულებითაც. უკრაინელები კონტრშეტევას განაგრძობენ სამხრეთის ფრონტზეც, მელიტოპოლის მიმართულებით.