ნარკოდანაშაულის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა. დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რა დაადგინა გამოძიებამ?