გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილმა წარმატებულად იასპარეზა და ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა ამერიკელი სპორტსმენი დაამარცხა და ფინალში მისი მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ამირ ჰასეინ ზარე იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლით გენომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა. ტურნირის ფინალური ბლოკი დღეს გაიმართება.