თსუ-ის სტუდენტები ანაკლიაში ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-ზე მეტი სტუდენტი ანაკლიაში ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობს. სტუდენტებისთვის 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიება, საჯარო ლექციები გაიმართება. პირველი საჯარო ლექცია რექტორმა ჯაბა სამუშიამ ახალგაზრდული ბანაკის სტუდენტებს წაუკითხა თემაზე „სამხედრო ხელოვნება ძველ საქართველოში“. გაიმართა დისკუსიაც.
