უკრაინაში ბრიტანელი მოხალისის ცხედარი იპოვეს
უკრაინაში გაუჩინარებული ბრიტანელი მოხალისის ცხედარი იპოვნეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. 36 წლის დენიელ ბერკი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად 2022 წელს ჩავიდა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან ის დაკარგულად იყო გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბერკის ცხედარი ზაპოროჟიეში, ფრონტის ხაზიდან 44 კილომეტრში იპოვნეს.
