აშშ-ის სანქციები
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“, ამერიკის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანს ერთგვარი ბრალი წაუყენო ისე, რომ არავითარი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, უცნაური და სამწუხაროა.