პრეზიდენტის იმპიჩმენტი
„ადგილი აქვს გარიგებას და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გარიგება“,- ასე აფასებს ანრი ოხანაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ, კონსტიტუციის შესაძლო დარღვევას. დეპუტატი ამბობს, რომ უხერხულია, როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი მიზანმიმართულად და განზრახ არღვევს კონსტიტუციას და ამაზე მათ სამართლებრივი რეაგირების მოხდენა უწევთ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ენიჭება მთავრობას.
