2023 წლის ბიუჯეტი გაიზარდა
სახელმწიფო ბიუჯეტი 500 მილიონით იზრდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები შედის. უკვე მესამე წელია, მთავრობა დაგეგმილ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ზრდის, რაც ეკონომიკური გუნდის სწორი პოლიტიკის შედეგია. ახალი პარამეტრებით, დაფინანსება იზრდება ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის და სოციალური პროექტების, ასევე განათლების, კულტურისა და ძალოვანი უწყებების მიმართულებით. 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
