პრემიერი არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის „ვატოპედის“ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს. არქიმანდრიტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათონის მთაზე მიიწვია
