ოპოზიცია „მესამე ძალის“ ძიებაში
პარტია „ლელომ“ მესამე ძალის შექმნა გადაწყვიტა. ალტერნატიული ცენტრის ფარგლებში პარტია ითანამშრომლებს ყველასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნებისა“. პარტიას კონსულტაციები დაწყებული აქვს. სალომე ზურაბიშვილი, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია და ანა დოლიძე - ასეთია შემადგენლობა, რომელსაც ლელო მესამე ძალად მოიაზრებს. მმართველი პარტია ალტერნატიულ ცენტრსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის სხვაობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ისინი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან
