მხარდამჭერი გზავნილები ირლანდიიდან
ილია დარჩიაშვილი ირლანდიიდან მხარდამჭერი გზავნილებით ბრუნდება. ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითად შეაფასა ირლანდიის სახელწმიფო მინისტრმა ევროპის საკითხებშიც. გაფორმდა მემორანდუმი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას და ამ კონტექსტში, აღიარებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ადასტურებს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა, ირლანდიის მხარის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, რაც ირლანდიური მხარის შეფასებით, ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას
