ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. მთავრობის მეთაურმა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების აუცილებლობას
