საქართველოს ევროინტეგრაცია
მთავრობის დღევანდელ სხდომაზევე, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ჯოზეფ ბორელთან იყო საუბარი, რეაგირება ექნება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება და მიზეზი აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და მისი არმოცემა ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა იქნება. ჩვენი ქვეყანა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შუალედურ დასკვნას ოქტომრბის ბოლოს, საბოლოო პასუხს კი დეკემბერში მიიღებს. როგორი იქნება ეს პასუხი. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით საქართველოს კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად ეკუთვნის
