2023 წლის ბიუჯეტი გაიზარდა
2023 წლის ბიუჯეტი, 500 მილიონი ლარით გაიზრდება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ბიუჯეტი კორექტირდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე მესამე წელია, მთავრობა დაგეგმილ ბიუჯეტს ცვლის და ზრდის. მუშაობა დაწყებულია 2024 წლის ბიუჯეტზეც, რომელიც პარლამენტში 29 სექტემბერს შევა
