რაჭასა და გურიაში დაღუპულთა ოჯახები 20 000 ლარს მიიღებენ
რაჭასა და გურიაში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით, 20 ათას ლარს მიიღებენ. ასევე გურიაში, ვისაც სახლი დაენგრა და ვინც განსახლებას ექვემდებარება, მთავრობა ახალ სახლს გადასცემს. ამის შესახებ გადაწყვეტილება, მთავრობის სხდომაზე მიიღეს
