სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია
საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. მოსწავლეებს მიულოცა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სკოლების და ბაღების მშენებლობაზე ისაუბრა. პრემიერის განმარტებით, გასულ წელს დაიწყო პროგრამა, რომელიც 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს და უკვე დაწყებულია, რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი. ასევე, დაიწყო ათასზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაც
