STEINWAY & SONS-ის მუსიკალური ინსტრუმენტები საქართველოში
კულტურის მინისტრი STEINWAY & SONS-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. სტუმრებმა კონსერვატორიის შენობა და STEINWAY & SONS-ის როიალები დაათვალიერეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2024 წლის განმავლობაში როიალების შემოტანის პროცედურებს. ისაუბრეს სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე. მიმდინარე წლის სექტემბერში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი უფასოდ მიიღებენ როიალსა და პიანინოს
