საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი
თბილისში, საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გახსნეს. ოთარ შამუგია ჩეხ კოლეგასაც შეხვდა. მხარეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება, მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს
