„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული უნდობლობა „ქართული ოცნებისთვის“ იმის დასტურია, რომ პარტია დაშლის პირასაა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული უნდობლობა, „ქართული ოცნებისთვის“ იმის დასტურია, რომ პარტია დაშლის პირასაა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ მიიღებს იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას და მთავარია დამტკიცდეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია.