"უკრაინამ ევპატორიასთან უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა"
უკრაინამ ევპატორიასთან უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა - ამ სათაურით სტატიას „უნიანი“ აქვეყნებს. უკრაინული გამოცემა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვისა და საზღვაო ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტრიუმფი“ გაანადგურეს, რომლის ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღემატება.
