„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო-სვანეთის მხარეში გრძელდება. ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები დღეს ხობში, სენაკსა და ფოთში გამართულ კონფერენციებზე აირჩიეს. ხობის ორგანიზაციას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია უხელმძღვანელებს, სენაკის ორგანიზაციას- ვახტანგ გადელია, ფოთის ორგანიზაციას კი, ბექა ვაჭარაძე. 14 სექტემბერს,პარტიული კონფერენციები მარტვილსა და აბაშაში გაიმართება.
