ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ეკონომიკის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციები განიხილეს. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ წლის მეორე კვარტალში 505.7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის მე-2 კვარტლის მონაცემებს თითქმის 30%-ით აჭარბებს. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას. იანვარ-აგვისტოში 16.8%-იანი ზრდა აღინიშნა. გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები. სხდომის წევრებმა ანაკლიის პორტის განვითარების საკითხზეც იმსჯელეს, მოისმინეს კერძო პარტნიორის შერჩევის შესახებ ინფორმაცია. განხილვის თემა იყო „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაცია, რომლის დასრულების შემდეგ, 2024 წელს, ტვირთის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. უკვე გადამუშავებულია 51 ათასამდე ტონა ყურძენი, მოსავალი 5 600 მევენახე ფერმერმა ჩააბარა.
