საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში
„საქართველოს მომავალი ევროკავშირის წევრობაა და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა ყველაფერს აკეთებს. შესაბამისად, ქვეყანამ ყველა პარამეტრით კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“- ეს მთავარი გზავნილია, რომლითაც ევროპარლამენტში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა. ქართველი კანონმდებლები ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდნენ და კომისიის მოთხოვნების შესაბამისად გატარებულ რეფორმებზე იმსჯელეს. პარლამენტარების უმრავლესობა ფიქრობს რომ საქართველოსთვის კარი ღიაა და შესაძლებლობების ფანჯარაც გახსნილია.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
