აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება
„ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“- საელჩო იმ დეზინფორმაციას უარყოფს, რომელსაც ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს და ოპოზიციის ნაწილი იმეორებს. „აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს NATO-ში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
