ახალი საგანმანათლებლო სივრცეები აჭარაში
აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, 90 -მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მხოლოდ 2022-2023 სასწავლო წელს, აჭარას 7 ახალი სკოლა შეემატა და სასწავლო გარემო, 25 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. მიმდინარე წელს კი, ახალი სასკოლო ინვენტარით უზრუნველყოფილი 26 საჯარო სკოლა იქნება. 8 სკოლას შეემატა ახალი ტექნიკა. 12 საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია მხატვრული ლიტერატურით. 4 საჯარო სკოლაში, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია განხორციელდა. 3 სკოლა აღიჭურვა მუსიკალური ინსტრუმენტებით ხოლო , სპორტული ინვენტარი 14 საჯარო სკოლაში შეიტანეს. ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში, უკვე ფუნქციონირებს ფიზიკა-მათემატიკის პროფილის ახალი სკოლა. განათლების ქალაქში, 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯის - „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაც დაიწყო.
